logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ჩვენ ვეძებთ ბალანსს - რა თქმა უნდა რთულია, რომ ყველას ინტერესი იყოს დაცული
- +

24 დეკემბერი. 2020. 01:10

 

 

„უკლებლივ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებდით პანდემიის პირველივე დღიდან, ორივე სახის ინტერესის შესრულებით იყო ნაკარნახევი: ერთის მხრივ, ეს არის ჩვენი მოქალაქებიის ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ეპიდემიასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილებების მიღება რთულია, თუმცა ეპიდემიოლოგიურად ყველაზე სწრაფი გამოსავალი მობილობის მკვეთრი შემცირებაა.

 

„თუმცა ჩვენ მეორეს მხრივ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის შემოსავალი და ოჯახის ბიუჯეტი პრაქტიკულად მათ ყოველდღიურ საქმიანობაზეა დამოკიდებული. ჩვენ არ ვართ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია მოქალაქეების ხელფასის 70-80%-ის კომპენსირება. ჩვენ შემთხვევაში ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც თვითდასაქმებულია და შესაბამისად კარგად გვესმის, რომ თუ განვახორციელებთ ძალიან მკაცრად ყველა იმ რეგულაციას, რომელიც ეპიდემიოლოგების მხრიდანაა დაშვებული, ჩვენ გვექნება საშუალება მეორეს მხრივ, ცოტა მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ იმუშაონ, მიიღონ შემოსავალი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვეძებთ ბალანსს. რა თქმა უნდა რთულია, რომ ყველას ინტერესი იყოს დაცული. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით სრულად შეზღუდვების შემსუბუქება ისეთი სახით, როგორც ამას ვგეგმავდით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner