logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში პარტია არამიზნობრივად არ ფინანსდება
- +

24 დეკემბერი. 2020. 02:12

 

 

„ოპოზიციას ახლა ისევ აქვს ტესტი ჩასაბარებელი დემოკრატიაში, რაც მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ ვამბობთ, თუკი გაქვთ კითხვის ნიშნები, მივცეთ სივრცე ობიექტურ შემფასებელსა და არბიტრს, ამ შემთხვევაში მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს, გააკეთონ შესაბამისი შეფასება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

„ეს ხალხი ცდილობს სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდეს, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ ხვალ, ზეგ ვიხილოთ შეფასებები, სადაც იტყვიან, რომ ეს არაფერს არ შეცვლის და ეს არაფერს არ ნიშნავს, თუმცა ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გადაიგზავნოს დასკვნა, ვნახოთ შეფასებები და ამის შემდეგ განვაგრძოთ მსჯელობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისივე თქმით, არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში პარტია არამიზნობრივად არ ფინანსდება.

 

„ბიუჯეტიდან დაფინანსება ნიშნავს სუბსიდირებას კონკრეტული პარტიისთვის, დარჩეს დემოკრატიულ პროცესში და კონსტრუქციულ გარემოში იზრუნოს როგორც პარტიის განვითარებაზე, ასევე ხალხის წარმომადგენლობის განხორციელებაზე. სწორედ ეს არ სურს ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner