logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილმა თანამდებობებზე დაიწყო ნაცნობების დანიშვნა, რომლებიც მართლაც თამაშობდნენ პოლიტიკით
- +

24 დეკემბერი. 2020. 02:26

 

 

„როგორც ჩანს, არც ერთობა არ არის დამაჯერებელი და არც მათი იმედი არ უნდა გქონდეს. სანამ სერიოზული პარტიული ძალები არ მომწიფდება და მხოლოდ იმაზე ვიდავებთ: ვის რა პლატფორმა უკავია და არა მათ უნარზე, იქამდე არავის იმედი არ უნდა გვქონდეს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სამწუხარო სურათი ის არის, რომ სახელმწიფოს საჭისკენ მოდიან ადამიანები, რომელთაც უნარი არ აქვთ სახელმწიფოს მართვის კი არა, უმარტივესი რამეების – პატარა ჯგუფის მართვისაც კი. ბრძოლის გამოცდილება აქვთ, ოღონდ, ისეთი რაც თქვენ მოიხსენიეთ – უშარვლოდ და ა.შ. პოლიტიკური კლასის ამ დღეში ყოფნაც სააკაშვილს უკავშირდება. მან პოლიტიკურ თანამდებობაზე დაიწყო ნაცნობების დანიშვნა – ხან თვითმფრინავში გაცნობილის, ხან ქუჩაში და იმ ხალხის წამოწევა, რომლებიც მართლაც თამაშობდნენ პოლიტიკით. გავიხსენოთ, იმერეთის ახალგაზრდა გუბერნატორი, რომელიც ბოთლში კალმისტრის ჩადების თამაშით ერთობოდა. ანუ ეს გუნდი არ იყო მომწიფებული საიმისოდ, რომ ქვეყნის საჭესთან დამდგარიყო. სააკაშვილმა კი ისინი სხვადასხვა საჭეებთან დააყენა. სწორედ, იქიდან იწყება ქართულ პოლიტიკაში არასერიოზულობის ტალღა და კომიკური პერსონების მოზღვავება. ამიტომ, ნაცების განშტოებებსაც არასერიოზულობის ნიშანი ადევთ. ისინი, ხშირად იქცევიან არასერიოზულად, თავშეკავებულად. იდეები აქვთ მარტო იმიტომ, რომ რაღაც თქვან და არა იმიტომ, რომ იდეას შედეგი მოჰყვეს. დღეს ოპოზიციური სპექტრი მომწიფებული არ არის იმისთვის, რომ სერიოზულ პოლიტიკაში იყოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner