logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „ნაცმოძრაობამ“ საქართველო იმისთვის გაწირა, რომ თავისი კაპრიზი აისრულოს
- +

24 დეკემბერი. 2020. 02:58

 

 

„მათ, ალბათ, უფრო დესტაბილიზაციის შექმნა სურთ, დიდი ხანია პრეტენზია – გავიმარჯვეთო, აღარ ისმის. ეს ერთი-ორჯერ მიშამ თქვა. ამოცანა არის დესტაბილიზაცია და ის, რომ პროცესი დროში გაიწელოს, სხვა ლოგიკური გამართლება ქუჩაში დაყენებულ მოთხოვნებს, არ აქვს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „საერთო გაზეთს“ განუცხადა.

 

 „ვფიქრობ, რომ მათი სურვილია თავისი გაიტანონ. პლებისციტიც ამის მცდელობაა – თავისას გაიტანენ, მერე, რა მოხდება, ამაზე აღარ ფიქრობენ. ისინი რომ უფიქრდებოდნენ ამ ყველაფერს რა მოჰყვება, ქუჩაში არ გაიჭედებოდნენ. ახლა, ოპოზიცია ქუჩაშია გაჭედილი და გამოძრომას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

კითხვაზე -  „ხელახალი არჩევნები ნულოვანი ბარიერით ვეღარ ჩატარდება, რაც წესით, არ უნდა აწყობდეთ წვრილ-წვრილ პარტიებს“  - საყვარელიძე ასე პასუხობს:

 

„კი, ასეა, ამ შემთხვევაში, ერთმანეთს სწირავენ. ამ ქუჩის რეჟიმზე ყოფნას, პატარ-პატარა პარტიები ეწირება, თან დიდი ხნით. იმიტომ, რომ ისინი 2024 წლამდე მიაღწევენ თუ არა, კაცმა არ იცის. ფაქტობრივად, გამოდის, რომ „ნაცმოძრაობამ“ საქართველო იმისთვის გაწირა, რომ თავისი კაპრიზი აისრულოს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner