logo_geo
eng_logo
აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

24 დეკემბერი. 2020. 10:46

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში 489 ტესტი ჩატარდა.

 

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 112 ადამიანია მოთავსებული, მათგან 101 კოვიდ-19-ის დიაგნოზით. 32 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 30 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირეში კი - 22.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 135 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 102 პაციენტი, 6 345 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner