logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: დაპირისპირება „რესპუბლიკელებზე“ მეტად „მრეწველებს“ დააზარალებს
- +

3 მარტი. 2016. 13:52



„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" არსებული დაპირისპირება „მრეწველებს" უფრო დააზარალებს, ვიდრე „რესპუბლიკელებს". ამის შესახებ ქადაგიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ კოალიციამ ამ ორ სუბიექტს შორის დავას საკუთარი მომავალი არ უნდა გადააყოლოს.

 

„არ ვიცი რაში აწყობს „ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ მსგავსი დაპირისპირებები. ერთია, რომ ამით „რესპუბლიკელებზე" მეტად „მრეწველები" დაზარალდებიან. როდესაც ადამიანები ლიდერის პოზიციიდან გამოდიან, მეტი გაწონასწორებულობა მართებთ საზოგადოებისაც და გუნდისაც. მაგრამ, აქაც მგონია, რომ ცოტა ზედმეტად ვძაბავთ სიტუაციას, რადგან გამოჩნდა, რომ ეს არა პარტიებს შორის დაპირისპირება, არამედ პიროვნული ფაქტორია. არ მგონია ორ პიროვნებას გადააყოლოს კოალიციამ თავისი წინასაარჩევნო კამპანია და მომავალი", - განაცხადა ქადაიგძემ.

 

აქვე ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილის განცხადება სწორედ დაპირისპირების შეწყვეტისკენაა მიმართული, რათა კოალიცია არ დაზარალდეს.

 

„ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს არაფრის მომტან დაპირისპირებაში. გავიგეთ ორივე მხარის პოზიცია და ამით დასრულდა. ყოველდღიურად ჩოგბურთის თამაში უკვე დამღლელია. ამით მთლიანად კოალიცია დაზარალდება", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner