logo_geo
eng_logo
ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს
- +

4 ივლისი. 2016. 21:39


მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მსაჯულები სათათბიროდ დაახლოებით 18.30 საათზე გავიდნენ.


სამ საათიანი დრო ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად არ გამოიყენეს. 


ბრალდება 16-დან 20 წლამდე  ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას, მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე სავარაუდოდ ხვალ გამოაცხადებს.


მაგდა პაპიძის პროცესი სამ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაიკითხა პროკურატურის 60-მდე  და დაცვის ორი მოწმე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner