მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მსაჯულები სათათბიროდ დაახლოებით 18.30 საათზე გავიდნენ.
სამ საათიანი დრო ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად არ გამოიყენეს.
ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას, მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე სავარაუდოდ ხვალ გამოაცხადებს.
მაგდა პაპიძის პროცესი სამ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაიკითხა პროკურატურის 60-მდე და დაცვის ორი მოწმე.