logo_geo
eng_logo
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციამ გატაცებული 16 წლის გოგონა იპოვა
- +

24 დეკემბერი. 2020. 11:30

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში პოლიციამ გატაცებული 16 წლის გოგონა იპოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

 

21 წლის ახალგაზრდა ბიჭი და არასრულწლოვანი გოგონა ამ წუთებში აფენის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

 

გოგონას სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის მეზობელთან ნიშნობაზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების დროს კი რამდენიმე პირმა გაიტაცა და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანა.

 

მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner