ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში პოლიციამ გატაცებული 16 წლის გოგონა იპოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
21 წლის ახალგაზრდა ბიჭი და არასრულწლოვანი გოგონა ამ წუთებში აფენის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
გოგონას სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის მეზობელთან ნიშნობაზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების დროს კი რამდენიმე პირმა გაიტაცა და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.