logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ორიენტირებულია ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაზე
- +

24 დეკემბერი. 2020. 11:55

 

 

„მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ორიენტირებულია ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასა და იმ რეფორმების განმტკიცებაზე, რომელსაც მთავრობა აქამდე ახორციელებდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, პარლამენტში კითხვები აბსოლუტურად ყველა სფეროსთან დაკავშირებით დაისვა და მინისტრობის კანდიდატებმა მათ დეტალური და არგუმენტირებული პასუხები გასცეს.

 

„მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ორიენტირებულია ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასა და იმ რეფორმების განმტკიცებაზე, რომელსაც მთავრობა აქამდე ახორციელებდა. ჩვენ გვაქვს პრიორიტეტები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებას. აბსოლუტურად ყველა სფეროსთან დაკავშირებით დაისვა კითხვები და მათ გაეცა დეტალური და არგუმენტირებული პასუხები. საკმაოდ კრიტიკული და მწვავე შეკითხვები იყო და ის, რომ დღეს ოპოზიცია პარლამენტში არაა, ეს მხოლოდ მათი უპასუხისმგებლობითაა გამოწვეული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მეათე მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner