„სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთავრობა სხდომას მართავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სომხეთის პოლიციამ დღეს დილიდან მთავრობის შენობისკენ მიმავალი ქუჩა გადაკეტა. გარდა ამისა, მთავრობის შენობასთან ავტობუსებით პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს; შენობის წინ კი, სამართალდამცავებმა კორდონი მოაწყვეს.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენელმა გეგამ მანუკიანმა გუშინ, „რესპუბლიკის მოედანზე“ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ დილით ოპოზიცია მთავრობის შენობის ბლოკირებას განახორციელებდა და მთავრობას სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემდა.