„მინისტრთა ცვლილებები ერთგვარ „რესტარტებს“ გამოიწვევდა, რომლის უფლება და ფუფუნება ახლა არ გვაქვს“, - ასე ხსნის პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო იმ ფაქტს, რომ მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტს უცვლელი შემადგენლობით წარედგინა.
სერგეენკოს თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი.
„რეალურად არის საომარი ვითარება, რაც პანდემიამ შექმნა, არის ბრძოლა უხილავ მტერთან. სამთავრობო გუნდმა, პრემიერ-მინისტრმა და პარტიამ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე არ იქნებოდა სწორი ცვლილებების განხორციელება, რადგან მიმდინარე პროცესები უწყვეტ მართვას საჭიროებს. მინისტრთა ცვლილებები გამოიწვევდა რეფორმების გადახედვას, ერთგვარ „რესტარტებს“, რომლის უფლება და ფუფუნებაც ახლა არ გვაქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.