logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: იმედი გვაქვს, კელი დეგნანის მოწოდებას ოპოზიცია კარგად გააანალიზებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
- +

24 დეკემბერი. 2020. 13:16

 

„ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციას მოუწოდებენ, შეასრულონ აშშ-ს ელჩის მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით იმ ცვლილებებისთვის, რაც საარჩევნო კოდექსის ხარვეზებს აღმოფხვრის.

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის ეს მოწოდება იმის დასტურია, რაოდენ მნიშვნელოვანია მრავალპარტიულ პარლამენტში დემოკრატიული პროცესების განვითარება.

 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კელი დეგნანის მოწოდებას ძალიან კარგად გააანალიზებენ ჩვენი ოპონენტები და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. მისგან გაჟღერებული ეს მოწოდება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მრავალპარტიულ პარლამენტში დემოკრატიული პროცესების განვითარება. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს პროცესები დღეს იმართებოდეს ჩვენი ოპონენტების თანდასწრებით.

 

არაერთი შეფასება გაკეთდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელთაც ეს არჩევნები პირველ რიგში შეაფასეს როგორც კონკურენტუნარიანი და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. თუმცა, იქვე აღნიშნეს, რომ გარკვეული ხარვეზები იყო და, შესაბამისად, ჩვენც ვამბობთ, რომ მზად ვართ ამ ხარვეზების განხილვისთვის და ნებისმიერი კონსტრუქციული დიალოგისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ამაში ჩაერთოს,"- განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესში ხარვეზები აღიარებული დემოკრატიებისთვისაც არ არის უცხო, ამიტომ, მის დასახვეწად ერთად მუშაობაა საჭირო.

 

„კელი დეგნანმა თქვა, რომ ფუნდამენტური უფლებაა, არჩევნების დროს იყო დაცული. ეს არის მნიშვნელოვანი და სწორედ ამას ვემსახურებით თითოეული ჩვენთაგანი. რაც შეეხება ხარვეზებს და გარკვეულ გადამეტებებს, ეს აღიარებული დემოკრატიებისთვისაც, სამწუხაროდ, გამოწვევად რჩება ისევე, როგორც საქართველოსთვის. ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ თუ არის შესაძლებლობა, რომ დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსის საკანონმდებლო ნორმები, ჩვენ მზად ვართ. მადლობა ელჩებს ამ მხარდაჭერისთვის,"- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner