სიღნაღის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. შემთხვევა სოფელ ბოდბისხევში ქშუტაშვილების საცხოვრებელ სახლში მოხდა. ადგილობრივების თქმით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
დაზიანებული და დანგრეულია ორსართულიანი შენობის ნაწილი. აფეთქების დროს დამწვრობა მიიღო ოჯახის ერთმა წევრმა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია იმყოფება.