logo_geo
eng_logo
აშშ-ში უკვე მილიონი მოქალაქე აცრეს
- +

24 დეკემბერი. 2020. 13:48

 

აშშ-ში ამ დროისთვის ვაქცინაცია მილიონზე მეტ მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა, თუმცა ეს „Pfizer-BioNTech“-ის მერ გაგზავნილი მედიკამენტის პირველი პარტიის ერთი მესამედია და კლინიკებში მილიონობით დოზა ვაქცინა ამ დრომდე აუთვისებელი რჩება. ინფორმაციას „Global News“ ავრცელებს. შტატებში, „Moderna“-ს პროდუქციის ჩათვლით, უკვე გაგზავნილია 9,5 მილიონი დოზა ვაქცინა.

 

ამ მონაცემების ფონზე, ხელისუფლების გეგმა, რომ 2020 წლის ბოლომდე 20 მილიონ ადამიანს აცრიან, საეჭვოდ გამოიყურება.

 

გასულ ორშაბათს დაწყებული ვაქცინაცია შტატებში ამ დრომდე ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამის მიზეზი ვაქცინის სპეციფიკა და მისი ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვის აუცილებლობაა. ექიმები ფოკუსირებული არიან გაყინული ვაქცინის ინექციისთვის წინასწარ მომზადებაზე, საჭიროა ასევე მედპერსონალის სწორად შერჩევა. გარდა ამისა, დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია ვაქცინაციამდე და მის შემდეგ. სპეციალისტების განცხადებით, იმუნიზაციის პირველ დღეს მხოლოდ 100 ადამიანი აიცრა.

 

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 მილიონს აჭარბებს, დაიღუპა 323 000 ადამიანი. კორონავირუსის დამარცხების მიზნით საჭიროა მოსახლეობის სულ მცირე 80%-ის აცრა.

 

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ წლის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანის იმუნიზაციის პირობა დადო, თუმცა ამ მიზნის ბოლომდე წარმატებით რეალიზაციისთვის საკმარისი თანხა არ გამოყოფილა.

 

წლის ბოლომდე ერთი კვირა რჩება და ამ დროში, შობის დღესასწაულის გათვალისწინებით, 19 მილიონი ადამიანის იმუნიზაცია, ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

 

თებერვალში აშშ-ში „Johnson & Johnson“-ისა და „AstraZeneca“-ის ვაქცინების დამტკიცებას ელოდებიან. აშშ პირველ მარტამდე 100 მილიონი მოქალაქის იმუნიზაციას გეგმავს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner