logo_geo
eng_logo
ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

24 დეკემბერი. 2020. 14:04

 

 

 

„საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს.

 

ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

 

სოფელ ასურეთში ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე  ამ დროისთვის 219 მმ-იანი ქსელი იცვლება. 

 

წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება კოროზირებული ფოლადის  მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი  და ურდული, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.

 

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.

 

ამ დროისთვის ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფასტრუქტურის სარეაბილიტაციო 5 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 1155 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 4 ათას ჰექტარზე მეტ სავარგულზე გაუმჯობესდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner