logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: იქ სხედან ადამიანები, რომლებმაც გააძონძეს ქართული პოლიტიკა და ჩააფურთხეს ადამიანებს სულში!
- +

4 ივლისი. 2016. 22:31



„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" პარტიის წევრი ლალი მოროშკინა სულხან მოლაშვილის მწამებლების დასასჯელად შექმნილ სპეციალურ პეტიციას ხელს აწერს. ამის შესახებ მოროშკინამ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე რთული საკითხი, რაც ქართულ პოლიტიკაში დგას და რამაც „ქართული პოლიტიკა გააძონძა", არის კოჰაბიტაცია.

 

„სანამ პეტიციაზე ვისაუბრებდე, მინდა ვთქვა, რომ საქართველოში კერპთაყვანისმცემლობის ეპოქა დადგა და ამ კერპს ჰქვია კოჰაბიატაცია!

 

ჩვენ მივიღეთ კოჰაბიტირებული ადამიანების შედეგად მსხვერპლშეწირული ადამიანები. ეს სია არც თუ ისე მცირეა და ამ სიაში სულხანთან ერთად იური ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი და ძალიან ბევრი ღირსეული მამაკაცია. 

 

მე ვდგავარ ახლა ქაშუეთთან და ზუსტად ორ ნაბიჯში ახლა სამთავრობო კოცერტი მიმდინარეობს. ძალიან არ მინდა ჩემი მოთმინების ფიალა ისე აივსოს, რომ კონცერტზე შეჭრით და თმით გამოთრევით დასრულდეს ეს ყველაფერი. ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი. შეიძლებოდა ამ კონცერტის ორი დღით გადადება, მაგრამ იქ სხედან ადამიანები, რომლებმაც გააძონძეს ქართული პოლიტიკა და ჩააფურთხეს ადამიანებს სულში!

 

ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა" ისედაც მტერი იყო, მე მათთან შევსულვარ ომში, მაგრამ მათტან კოჰაბიტირტებული „ოცნება" ანალოგიური ხდება.

 

პეტიციას რაც შეეხება, დიახ! ჩვე ვაწერთ ხელს. ჩვენ ის ადამიანების ვართ, ვინც სულხანის სიცოცხლშიც იგივეს ვითხოვდით."- განაცხადა მოროშკინამ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner