logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არასწორად გაიგეს
- +

24 დეკემბერი. 2020. 15:25

 

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არასწორად გაიგეს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ეს არ იყო იმ ინიციატივაზე გამოხმაურება, რომელიც გაჟღერდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან.

 

„ვიდრე მსგავსი ინიციატივა გაჟღერდებოდა, საქართველოს პრეზიდენტს და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისს ვთავაზობდით პლატფორმად ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეზობლებს - აზერბაიჯანს და სომხეთს იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა თბილისი დიალოგის საშუალებად, რომ მათ აქ ესაუბრათ ორი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში, რომ საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

 

რაც შეეხება ერდოღანის ინიციატივას, თურქეთის ინიციატივა გასაგებია, ის დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობით, თუმცა, ისინი ასევე ითვალისწინებენ ჩვენს ხედვას, რადგანაც სამხრეთ კავკასიაში, ამ დიდ პლატფორმაში, ოკუპანტ ძალასთან ერთად მშვიდობაზე საუბარი გაგვიჭირდება.

 

„ძალიან რთულია, რომ გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით, საქართველო არის მომხრე პირდაპირი დიალოგის, მშვიდობის რეგიონში, მაგრამ წითელი ხაზი გადის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner