logo_geo
eng_logo
მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
- +

24 დეკემბერი. 2020. 16:01

 

მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის წევრების, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და უცხოელი დიპლომატების თანდასწრებით გაიმართა.

 

სიტყვით გამოსვლისას მაია სანდუმ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მე დიდი გეგმები მაქვს, თუმცა, ამ გეგმებს მარტო ვერ განვახორციელებ. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება. მესმის, რომ დიდი მოლოდინი არსებობს“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

 

მაია სანდუმ ასევე გააკრიტიკა იონ კიკუს მთავრობა და აღნიშნა, რომ მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლაში მარცხი განიცადა. მან მოქმედი პარლამენტი კორუფციაში დაადანაშაულა და საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა მოითხოვა.

 

„ვადამდელი არჩევნები ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალებაა“, - აღნიშნა მან.

 

მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის პრეზიდენტი იქნება და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციიდან გამოიყვანს.

 

15 ნოემბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მაია სანდუმ ამომრჩეველთა ხმების 57.75% მიიღო.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner