ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
„ამ წუთებში ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითს განიხილავენ.
მომხსენებელი ამბობს:
უვიზო რეჟიმი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებს.
უვიზო რეჟიმი ეკონომიკურ და კულტურული კავშირებს, ხალხთა შორის კონტაქტს გააღრმავებს.
საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ინდივიდუალური მიდგომით უნდა ვიხელმძღანელოთ.
ევროკავშირის ინტერესშია უსაფრთხო და სტაბილური საქართველო.
უვიზო რეჟიმის იდეა უნდა ცოცხალი იყოს.
საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია.
მომხსენებელთან ერთად ვიზალიბერალიზაციას ყველა გამომსველილი მხარს უჭერს.
ინდივიდუალური მიდგომა ქვეყნების მიმართ აუცილებელია, საქართველოს სამოქმედო გეგემა შესრულებული აქვს, უვიზოს მინიჭებიტ მოსახლეობა იგრძნობს ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგს- ამბობენ გამომსვლელები."- ავრცელებს ქარდავა.