logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: RIA არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ის, როგორც ინსტრუმენტი, გაძლიერდება და მისი გამოყენება იქნება სულ უფრო და უფრო აქტუალური
- +

24 დეკემბერი. 2020. 16:20

 

„RIA არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა მიმართულებებით, პირველ რიგში, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებებით ბევრი რეფორმა და ბევრი საკანონმდებლო ცვლილება ტარდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

 

მისივე თქმით, RIA, როგორც ინსტრუმენტი, გაძლიერდება და მისი გამოყენება იქნება სულ უფრო და უფრო აქტუალური.

 

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა იმისთვის, რომ როგორც ძირითადი მოთამაშეების, ინტერესთა ჯგუფების ჩართულობაც და მათი ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული. განსაკუთრებით, ეკონომიკურ ნაწილში. ამიტომ, RIA, როგორც ინსტრუმენტი, გაძლიერდება, მისი გამოყენება იქნება სულ უფრო და უფრო აქტუალური, მაგრამ აქვე მინდა შემოგთავაზოთ, RIA არ ფარავს, სამწუხაროდ, საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივებს და საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივებიც RIA-მ უნდა გადაფაროს. 11 მთავრობის წევრია, გახდება 12 და თქვენ ხართ 150 და ხშირად ისეთი ინიციატივები იბადება, რომლის შემდგომ ინდივიდუალურ დონეზე ახსნა, რომ ან არ არის დროული, ან რისკების შემცველია, საკმაოდ რთულია, ამიტომ უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და პარლამენტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო სიახლეებსაც RIA გავატაროთ. ვფიქრობ, ეს იქნება სამართლიანი. გეთანხმებით სრულად, რომ RIA, როგორც ინსტრუმენტი, უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner