logo_geo
eng_logo
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მილიონი დოლარი მოიპარეს
- +

24 დეკემბერი. 2020. 16:43

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი შენობიდან სხვადასხვა ვალუტაში მილიონზე მეტი დოლარი მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

 

მთავარი ეჭვმიტანილის სტატუსით საგარეო უწყების სავალუტო-საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, 49 წლის ნატალია აგალცოვა დააკავეს. მისი სავარაუდო თანამზრახველი 29 წლის ვასილი მაკოვოზია, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს. მოგვიანებით აგალცოვა პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, მაკოვოზს კი ეჭვმიტანილის სტატუსი მოუხსნეს.

 

მედიის ცნობით, ჯამში მოპარულია 1 066 638 აშშ დოლარი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანში საკონსულო მომსახურების გაწევისთვის მიიღო.

 

ჯერჯერობით უცნობია, სად არის ახლა ფული.

 

გამოძიება გრძელდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner