logo_geo
eng_logo
„არ უნდა შეგვემჩნია, ჩუმად უნდა ჩამოგვესვენებინა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს თავი უხერხულად არ ეგრძნოთ?“
- +

4 ივლისი. 2016. 23:24


ზვიად კირტავა სულან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დავით დარჩიაშვილის განცხადებას ეხმიანება:


 

"მაესტროს ფაქტორში" დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, ნაცმოძრაობის დემონიზაციის ახალი კამპანია დაიწყო, ხელოვნურად ხდება სულხან მოლაშვილის წამების თემის წამოწევაო!

 

- ანუ, რომ მოკვდა სულხან მოლაშვილი, არ უნდა შეგვემჩნია, სულაც ჩუმად უნდა ჩამოგვესვენებინა და ჩუმად, ღამით დაგვესაფლავებინა, ნეკროლოგიც არ უნდა გამოგვექვეყნებინა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერებს თავი უხერხულად არ ეგრძნოთ?

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდე წულუკიანს დააბრალა!"-წერს კირტავა სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner