„25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლაინებში იმოძრავებენ“, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ მოახლოვებული ახალი წლის გამო მიიღო.
„თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. „ბასლაინებში, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.