logo_geo
eng_logo
25-31 დეკემბერს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. ბასლაინებში მოძრაობის უფლება ექნებათ
- +

24 დეკემბერი. 2020. 17:51

 

 

„25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლაინებში იმოძრავებენ“, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ მოახლოვებული ახალი წლის გამო მიიღო.

 

„თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. „ბასლაინებში, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner