logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: ამიერიდან ჩვენი მიწებიდან ვერავინ გაგვაძევებს
- +

24 დეკემბერი. 2020. 18:04

 

 

„გუბადლის რაიონი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი რაიონია. მოკლე დროში, აქ ყველა საჭირო სარესტავრაციო სამუშაო ჩატარდება“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, გუბადლის და ზანგილანის რაიონში ვიზიტისას განაცხადა.

 

მისი თქმით, შეფასებითი სამუშაოებისთვის უცხოელი ექსპერტებია მოწვეული.

 

„გროვდება ვიდეომტკიცებულებები და ფოტოსურათები, ითვლება მიყენებული ზარალი. ისინი ჩვენს მიწებს. ჩვენს ბუნებრივ რესურსებს უმოწყალო ექსპლუატაციას უწევდნენ. ზანგილანის რაიონში ოქროს მაღაროს ექსპლუატაციას ახორციელებდნენ. სომხეთის სახელმწიფო ყველაფერზე პასუხის აგებს. ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ყველა ქალაქსა და სოფელს, დასახლებულ პუნქტებს, ხალხი აქ დაბრუნდება და ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ ჩვენს მიწაზე. ამიერიდან ჩვენი მიწებიდან ვერავინ გაგვაძევებს“, - განაცხადა ალიევმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner