logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: კრიტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიკური ან კარიერული მოსაზრებებით ანგაჟირებული
- +

24 დეკემბერი. 2020. 18:32

 

 

„კრიტიკა და ოპონირება უმნიშვნელოვანესი რამ არის, განუყოფელი ნაწილია იმისთვის, რომ რაღაც საქმე კარგად გაკეთდეს, ოღონდ იმ დაშვებითა და პირობით, რომ ეს უნდა იყოს ჯანსაღი და საქმიანი კრიტიკა და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ, „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

დავით სერგეენკომ ის პერიოდი შეაფასა, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ოპოზიციის მხრიდან განუწყვეტელი კრიტიკა იყო.

 

„ამით კრიტიკის როლის დაკნინება კი არ მინდა. კრიტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიკური ან კარიერული მოსაზრებებით ანგაჟირებული. ის უნდა იყოს საქმეზე და ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გადარჩენაზე ორიენტირებული. ასეთ შემთხვევაში მართლაც დაუფასებელია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner