logo_geo
eng_logo
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო
- +

4 ივლისი. 2016. 23:48


700-ზე მეტი ძეგლის შემდეგ, ფონდმა "ქართუმ" წელს  კულტურული მემკვიდრეობის კიდევ 60-ამდე ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტში ფონდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოცაა ჩართული. ამჟამად აქტიური მუშაობა აწყურის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის აღსადგენად მიმდინარეობს. გათხრების დასრულების შემდეგ  ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებებია დაგეგმილი.



მიმდინარე წელს დაიწყება სამუშაოები სამხრეთ საქართველოში მდებარე 964 წელს აშენებული კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და დამახინჯებულად აღდგენილია დასავლეთის მხარე. ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად არქეოლოგიური გათხრებიც დაიწყება.


ასპინძის რაიონში, სოფელ ოთასთან 5 კმ-ში მდებარე შორეთის სამონასტრო კომპლექსი არქეოლოგების თქმით, მიწით იყო დაფარული. ძეგლის გადასარჩენად აქტიური მუშაობა 2015 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს კი სამუშაოებისთვის 130 000 ლარია გამოყოფილი.


ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა კიდევ 3 სართული აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ისინი კიდევ რამდენიმე სართულზე მნიშვნელოვან გამოქვაბულებს მიაკვლევენ.


ფონდმა „ქართუმ" ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია 2005 წელს დაიწყო და 10 წლის განმავლობაში პროექტებში 33 მილიონ ლარზე მეტი ჩადო. მიმდინარე წელს კი ძეგლების რესტავრაციისათვის ფონდს 11 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner