ავტორი სოფო ხუგოიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ „რეპორტიორთან" პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეიკრიბება პოლიტსაბჭო და ყველაფერი იქ გადაწყდება.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელშიც ამბობს, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო და პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.
„პრემიერ მინისტრის განცხადება, როგორც ყოველთვის ძალიან ობიექურია, უახლოეს მომავალში შევიკრიბებით პოლიტსაბჭოზე და ყველაფერი იქ გადაწყდება", - ამბობს თოფაძე.
პრემიერ-მინისტრის განცხადება იხილეთ ლინკზე
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=1402