logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ქვეყანას შეუძლია ძალიან სწრაფად, მინიმუმზე დაიყვანოს ვირუსის გავრცელება, მაგრამ ეს ამავდროულად ეკონომიკის სრულ გაჩერებას ნიშნავს
- +

25 დეკემბერი. 2020. 01:48

 

 

„ქვეყანას შეუძლია ძალიან სწრაფად, მინიმუმზე დაიყვანოს ვირუსის გავრცელება, მაგრამ ეს ამავდროულად ეკონომიკის სრულ გაჩერებას ნიშნავს“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მსოფლიო ეკონიმიკა ჯერჯერობით არ აჩვენებს ნიშნებს, რომ ძალიან სწრაფად შეიძლება გამოცოცხლდეს. თუმცა მეორე მხრივ, არის კარგი ნიშნები ქართული ეკონომიკისთვის. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა ექსპორტი, დაიწყეს საერთაშორისო კომპანიებმა შემოსვლა და აქ ახალი სამუშაოები შექმნა. მომავალ წელს ნახევარი მილიარდი ლარით მეტი იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ვიდრე წელს. ეს ყველაფერი გააჩენს ახალ სამუსაო ადგილებს და როგორც კი კოვიდის დამარცხება გახდება რეალური, ტურიზმის აღგენა გამოიწვევს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner