logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: იმას, რაც ნიკა გვარამიამ ოპოზიციას გაუკეთა, ხელისუფლება ვერც ინატრებდა!
- +

25 დეკემბერი. 2020. 02:05

 

 

„იმას, რაც ნიკა გვარამიამ ოპოზიციას გაუკეთა, ხელისუფლება ვერც ინატრებდა! ჯერ იყო და ამ მართლაცდა გარეწარმა, ყველა ელჩს აგინა და აფურთხა, შემდეგ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ფაქტობრივად, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ანახა, თუ ვინ არიან საქართველოში ე.წ. მეხუთე კოლონა და რუსის „შნირები“, ხოლო ბოლოს ნაცმოძრაობა თავმჯდომარის გარეშე დატოვა და გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან გააქცია“, - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„გვარამიას გადამკიდე, მთელი ნაცმოძრაობა გერმანიის, ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს აგინებს და შექმნილია სამარცხვინო სიტუაცია, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, როცა ელჩს აგინებ, ბუნებრივია, შენ აგინებ იმ ქვეყანას, რომელსაც ის ელჩი წარმოადგენს. კელი დეგნანი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გარეშე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, აქედან გამომდინარე, მისი ლანძღვა-გინება სინამდვილეში მიმართულია ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მჟავანაძემ.

 

კითხვაზე - „დასავლეთი მართლა დარწმუნდა, რომ ნაცსექტა და სააკაშვილი რუსეთის აგენტურაა?“ - მჟავანაძე ასე პასუხობს:

 

„დიახ, დასავლეთი ამას უკვე მიხვდა და სწორედ იმიტომ არის გაგიჟებული და სახედაკარგული ნიკა გვარამია, თუმცა, ისიც საკითხავია, როდის ჰქონდა გვარამიას სახე?! საქართველოს მოსახლეობას მივმართავ – ხალხო, როგორ შეიძლება ნაცმოძრაობა დასავლური ორიენტაციის პარტია იყოს, როცა მისი „კასსირი“ კობა ნაყოფია რუსული „ეფესბეს“ ნომრიანი აგენტი და „კაგებეს“ გენერალ გენერალოვის „შნირია“! ნაყოფიას მოსკოვში სერიოზული ბიზნესები აქვს... როგორ წარმოგიდგენიათ, პუტინი იმის კაცია, კობა ნაყოფიასთანა „შომპლეს“ მოსკოვში თან მილიონები აკეთებინოს და თან „პუტინ ხუილო“ აძახებინოს?

ცხადია, ესენი რუსეთის ხელისუფლებასთან არიან შეკრული. სააკაშვილი, ისევე, როგორც ბიძამისი – კაგებეს გენერალი თემურ ალასანია, დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან და მთელი ეს „ბრაშკა“, დასავლური დემოკრატიის სახელით, სინამდვილეში თამაშობს ვლადიმერ პუტინის თამაშს. მაქარაშვილები და ის „კმარელები“, რომლებიც დარბიან და „პუტინ ხუილოს“ გაიძახიან, მოსკოვში ჩაიყვანეს, ტრენინგები ჩაუტარეს და დააკვალიანეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. პოლიტიკაში ეს ცნობილი მეთოდია...

ადამიანის გინება არ ნიშნავს იმას, რომ მაგინებელი იმის აგენტი არ არის, ვისაც აგინებს... სააკაშვილმა რა სიკეთეც რუსეთს გაუკეთა, იმის შეფასება წარმოუდგენელია – გასული ჯარი უკან შემოატრიალა, კოდორი და ახალგორი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა, თავადაც გაიქცა და ჯარისკაცები მიატოვა! როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებამ უცხოელ დიპლომატებთან კარგად იმუშავა და ელჩებს სააკაშვილისა და მისი ხროვის მაკომპრომეტირებელი მასალები დაულაგა. ეტყობა, ელჩებიც დარწმუნდნენ, რომ ნაცმოძრაობის სახით საქართველოში საქმე აქვთ სწორედ პუტინის აგენტურასთან და არა პროდასავლურ პარტიასთან!“, - განაცხადა მჟავანაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner