logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი, ისევე, როგორც „კაგებეს“ გენერალი თემურ ალასანია, დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან
- +

25 დეკემბერი. 2020. 03:05

 

 

„საქართველოს მოსახლეობას მივმართავ – ხალხო, როგორ შეიძლება ნაცმოძრაობა დასავლური ორიენტაციის პარტია იყოს, როცა მისი „კასსირი“ კობა ნაყოფია რუსული „ეფესბეს“ ნომრიანი აგენტი და „კაგებეს“ გენერალ გენერალოვის „შნირია“ !“, - ამის შესახებ  „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ნაყოფიას მოსკოვში სერიოზული ბიზნესები აქვს... როგორ წარმოგიდგენიათ, პუტინი იმის კაცია, კობა ნაყოფიასთანა „შომპლეს“ მოსკოვში თან მილიონები აკეთებინოს და თან „პუტინ ხუილო“ აძახებინოს?

ცხადია, ესენი რუსეთის ხელისუფლებასთან არიან შეკრული. სააკაშვილი, ისევე, როგორც ბიძამისი – კაგებეს გენერალი თემურ ალასანია, დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან და მთელი ეს „ბრაშკა“, დასავლური დემოკრატიის სახელით, სინამდვილეში თამაშობს ვლადიმერ პუტინის თამაშს. მაქარაშვილები და ის „კმარელები“, რომლებიც დარბიან და „პუტინ ხუილოს“ გაიძახიან, მოსკოვში ჩაიყვანეს, ტრენინგები ჩაუტარეს და დააკვალიანეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. პოლიტიკაში ეს ცნობილი მეთოდია...

ადამიანის გინება არ ნიშნავს იმას, რომ მაგინებელი იმის აგენტი არ არის, ვისაც აგინებს... სააკაშვილმა რა სიკეთეც რუსეთს გაუკეთა, იმის შეფასება წარმოუდგენელია – გასული ჯარი უკან შემოატრიალა, კოდორი და ახალგორი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა, თავადაც გაიქცა და ჯარისკაცები მიატოვა! როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებამ უცხოელ დიპლომატებთან კარგად იმუშავა და ელჩებს სააკაშვილისა და მისი ხროვის მაკომპრომეტირებელი მასალები დაულაგა. ეტყობა, ელჩებიც დარწმუნდნენ, რომ ნაცმოძრაობის სახით საქართველოში საქმე აქვთ სწორედ პუტინის აგენტურასთან და არა პროდასავლურ პარტიასთან!“, - განაცხადა მჟავანაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner