logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა
- +

25 დეკემბერი. 2020. 10:35

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი გამოავლინა.

 

ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.

 

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელთა ნაწილი განთავსებული იყო როგორც დახლებზე, ასევე ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა სამალავში.

 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner