logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

25 დეკემბერი. 2020. 11:01

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში 560 ტესტი ჩატარდა.

 

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 111 ადამიანია მოთავსებული, მათგან 100 კოვიდ-19-ის დიაგნოზით. 39 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 20 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირეში კი - 22.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 236 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 105 პაციენტი, 6 508 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner