logo_geo
eng_logo
საქართველოში ამ ეტაპზე 1 068 მძიმე პაციენტია
- +

25 დეკემბერი. 2020. 11:14

 

 

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 121, იმერეთში - 239“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 121, იმერეთში - 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 64, იმერეთში - 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 668 - აჭარაში, 112 - იმერეთში. 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 183, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 13.

 

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 905 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 708 პირი, აჭარაში - 4 006, იმერეთში - 4 887“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner