logo_geo
eng_logo
რუსეთის პოლიციამ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ლიუბოვ სობოლი დაჰკითხა და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა
- +

25 დეკემბერი. 2020. 11:50

 

 

რუსეთის პოლიციამ ოპოზიციონერი აქტივისტის, ლიუბოვ სობოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და სობოლი დაკითხვაზე წაიყვანა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და სობოლის თანაგუნდელები ავრცელებენ.

 

მის სახლში პოლიციის მისვლის შესახებ ინფორმაცია თავად სობოლმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

 

სობოლი ვარაუდობს, რომ ჩხრეკა მოსკოვში, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის სავარაუდო მონაწილის, „ФСБ“-ს თანამშრომლის სახლთან მის მისვლას უკავშირდება.

 

პოლიციამ ლიუბოვ სობოლი 21 დეკემბერსაც დააკავა, როდესაც ის ნავალნის მოწამვლის სავარაუდო მონაწილის, კონსტანტინ კუდრიავცევის ბინასთან მივიდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner