logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

25 დეკემბერი. 2020. 15:35

 

 

„ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 84 ადამიანს ჩაუტარდა და 13-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

 

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 2 219 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 411 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner