„ISFED-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ამბავი მიყურადების შედეგად გამჟღავნდა. ყველას გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ 3 ნოემბერს მე ვისაუბრე ამის შესახებ. ისინი ხომ ამბობენ, რომ შეცდომა მერე გამჟღავნდა? მაშინ რა შეიძლებოდა ვინმეს მოესმინა 3 ნოემბრამდე? რა ინფორმაცია უნდა მიგვეღო მიყურადების შედეგად? ერთადერთი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო - ეს იყო პარალელური დათვლის შედეგების შეგნებული გაყალბება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„პირველ რიგში უნდა გამოვეხმაურო ISFED-ის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. პრაქტიკულად გამოდის, რომ ეს ხალხი თავისი „შეცდომით“ ქვეყანას ატრიალებდა, ცესკო-ს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და დღეს ცდილობენ ეს ყველაფერი ადამიანური შეცდომით გაამართლონ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია. გარდა ამისა, მათ კიდევ ერთი ძალიან სერიოზული „ხარვეზი“ მოუვიდათ. ისინი ამბობენ, რომ ეს ამბავი მიყურადების შედეგად გამჟღავნდა. ყველას გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ 3 ნოემბერს მე ვისაუბრე ამის შესახებ. ისინი ხომ ამბობენ, რომ შეცდომა მერე გამჟღავნდა? მაშინ რა შეიძლებოდა ვინმეს მოესმინა 3 ნოემბრამდე? რა ინფორმაცია უნდა მიგვეღო მიყურადების შედეგად? ერთადერთი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო - ეს იყო პარალელური დათვლის შედეგების შეგნებული გაყალბება. წარმოუდგენელია, ამხელა გამოცდილების ორგანიზაციას შეშლოდა, რომ თურმე ვიღაცამ შემთხვევით მიათვალა ბათილი ბიულეტენები. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში არა არჩევნები, არამედ პარალელური დათვლის შედეგები გაყალბდა“, - განაცხადა მდინარაძემ.