ასტრახანის სასამართლომ დედას საკუთარი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საზარელი ტრაგედია რუსეთში დატრიალდა. 56 პოლიტიკოსმა ქალმა გალინა მოროზოვამ, 12 წლის შვილი ალექსანდრე პარახნიაკოვი ჰანტელით მოკლა, ცხედარი გადამალა და პოლიციას განუცხადა, რომ ბავშვი დაიკარგა. უბედური შემთხვევა მარტში მოხდა. პოლიცია მოზარდს 3 თვე უშედეგოდ ეძებდა. ძებნის არაერთ ოპერაციაში დედაც მონაწილეობდა. ამის გარდა, ქალი სოციალური ქსელებით შვილის საპოვნელად დახმარებას ითხოვდა. 3 თვის შემდეგ ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცავებს ბიჭის უფროსმა ძმამ, 36 წლის დენის პარახნიაკოვმა განუცხადა.
როგორც გამოძიებით გაირკვა, გალინა მოროზოვას გაბრაზება შვილის საქციელმა გამოიწვია. 12 წლის ბიჭი სახლიდან გაიპარა და მთელი ღამე შინ არ დაბრუნებულა. დედას მასთან კამათი მოუვიდა, რის შემდეგაც ქალმა შვილს თავში ჰანტელი ჩაარტყა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ქალმა ბავშვის ცხედარი უფროსი ვაჟის სახლის ბეტონის საძირკველში ჩამარხა. ქალის განცხადებით, ის მარტო მოქმედებდა.
გალინა მოროზოვა ასტრახანის მოქმედი პოლიტიკოსი იყო და მას რაიონის გუბერნატორობა სურდა.