logo_geo
eng_logo
„მოდერნას“ ვაქცინამ სახის კოსმეტიკური ინექციების მომხმარებლებში, შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს
- +

25 დეკემბერი. 2020. 16:17

 

 

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) საკონსულტაციო კომიტეტმა აღნიშნა, რომ „მოდერნას“ მიერ შემუშავებულმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ სახის კოსმეტიკური ინექციების მომხმარებლებში, შესაძლოა, შეშუპება და ანთება გამოიწვიოს. ამის შესახებ „New York Post“ წერს.

 

„თქვენი იმუნური სისტემა, რომელიც იწვევს ანთებას, იცვლება ვაქცინის მიღების შემდეგ. ამიტომ ლოგიკურია, რომ იმუნურ პასუხს ნახავდით გარკვეულ ადგილებში, სადაც ისინი ხედავენ რაიმე ნივთიერებას, რომელიც არ არის თქვენი სხეულის ბუნებრივი ნივთიერება“, - განაცხადა კალიფორნიელმა დერმატოლოგმა.

 

მან ასევე დასძინა, რომ გვერდითმა მოვლენებმა ვაქცინაცია არ უნდა შეაჩეროს, რადგან ალერგიული ფონი მოგვარებადია.

 

„რამდენიმე პაციენტს ვაქცინამდე ექვსი თვით ადრე ჰქონდა ჩატარებული ლოყის შემავსებელი, ხოლო ერთ პაციენტს ვაქცინიდან ორი დღის შემდეგ გაუკეთეს ტუჩის შემავსებელი. ყველა მათგანი მკურნალობდა სტეროიდებით და ანტიჰისტამინური საშუალებებით და ალერგიული ფონი მოგვარდა“, - დასძინა მან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner