logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ISFED-ის მონაცემებზე: ერთი ადამიანი მაინც მოძებნეთ, რომელსაც სჯერა, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა
- +

25 დეკემბერი. 2020. 16:38

 

 

„ერთი ადამიანი მაინც მოძებნეთ, რომელსაც სჯერა ობიექტურად, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა და ამით ცდომილება მოუვიდათ დაახლოებით 70,000-დან 80,000 ხმამდე და თან თურმე ეს ხმები, მათი „შეცდომის“ მიხედვით მოპარა ვიღაცამ ყველა იმ პარტიას, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ პროცესში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ ჩარეულები.

 

„ერთი ადამიანი მაინც მოძებნეთ, რომელსაც სჯერა ობიექტურად, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა და ამით ცდომილება მოუვიდათ დაახლოებით 70 000-დან 80 000 ხმამდე და თან თურმე ეს ხმები, მათი „შეცდომის“ მიხედვით მოპარა ვიღაცამ ყველა იმ პარტიას, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ჩარეულები იყვნენ რადიკალური ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ამუნათებენ სხვებს, რომ თუ რომელიმე ოპოზიციონერი გაბედავს, რომ გაყალბებულ არჩევნებს არ ახსენებს და სხვა კონტექსტში მოიხსენიებს ის არის მოღალატე, სამშობლოს მტერი და ა.შ. სწორედ ამ ხალხზე მაქვს ეჭვი, აბსოლუტურად ობიექტური და ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომ ამ ქვეყანაში თითქოს არჩევნები გაყალბდა იყო ISFED-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც იყო ცდომილება, მაგალითად „ქართული ოცნების“ მონაცემებში 2,4 პროცენტი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner