logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: ორ დღეში ევროკავშირში ვაქცინაცია იწყება, შევძლებთ, ნორმალურ ცხოვრებას ეტაპობრივად დავუბრუნდეთ
- +

25 დეკემბერი. 2020. 16:54

 

 

ევროკომისიის პრეზიდეტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ევროკავშირში ნორმალური ცხოვრება ეტაპობრივად აღდგება. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

 

„წელს შობა განსხვავებულია, თუმცა, დღეს მაქვს იმედის გზავნილი: ერთად ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს. ორ დღეში ევროკავშირის ფარგლებში ვაქცინაცია იწყება. ჩვენ შევძლებთ, ნორმალურ ცხოვრებას ეტაპობრივად დავუბრუნდეთ. მანამდე მოდით, ვიყოთ ფრთხილად. ბედნიერ შობას გისურვებთ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

21 დეკემბერს ევროპის სამედიცინო სააგენტომ, შემდგომ კი ევროკომისიამ გამოყენებისთვის „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner