logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი არ არის და თანამშრომლობა დაზვერვის სფეროში გრძელდება
- +

25 დეკემბერი. 2020. 16:55

 

 

„თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი არ არის და თანამშრომლობა დაზვერვის სფეროში გრძელდება“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად, მთავარი პრობლემა მაღალ თანამდებობებზე მყოფ პირებს უკავშირდება. ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პოლიტიკა პალესტინის წინააღმდეგ თურქეთისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.

 

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარას ისრაელთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner