logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: რასაც ეს ნაცსექტა სჩადის, არის რუსული პროპაგანდის იარაღი საქართველოში!
- +

25 დეკემბერი. 2020. 17:13

 

 

„სააკაშვილი, თემურ ალასანია, ვარშალომიძე, მერაბიშვილი, ბეჟუაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, რუსულ, საბჭოთა ჩეკისტურ ყაიდაზე არიან გაზრდილები. იმთავითვე აკეთებდნენ და დღესაც აგრძელებენ რუსულ საქმეს საქართველოში“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ძალიან კარგად ზომავენ და მოძღვრავენ რუსეთიდან აქაურ მეხუთე კოლონას. რამდენი ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელიც ღიად ებრძვის ევროკავშირს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს? ასეთი სულ სამი ქვეყანა მახსენდება - ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ირანი. ჩრდილოეთ კორეასთან, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ამ ქაჯებს კავშირი არ აქვთ. სავარაუდოდ ირანთანაც. ვინ დარჩა? - რუსეთი! ჰოდა, რასაც ჩვენ ამ ბოლო დროს ვისმენთ და რასაც მეკითხებით, არის ზუსტად რუსული პროექტის განხორციელება საქართველოში! 15 წელია, ვიძახი, რომ „ნაცმოძრაობა“, თავის აჩრდილებიანად, არის რუსული ინტერესის გამტარებელი ჩვენს ქვეყანაში და ეს მათი საქმეებით დასტურდება. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების დასტური და ა.შ. ნათქვამია - არაფერი არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს... მთელი ამ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა ემსახურებოდა რუსულ საქმეს და ჩვენ ამის ფაქტები გვაქვს და ვიცით. ჩვენი ქვეყნის ნაწილი, რომელიც არასდროს ყოფილა დაპყრობილი, კოდორს ვგულისხმობ, ნაცმოძრაობამ „ზემო აფხაზეთად“ მონათლა და გადასცა რუსეთს; ცხინვალის რეგიონი და ზედ ახალგორი მიართვა რუსეთს... ეს ხდებოდა მიზანმიმართულად. სააკაშვილი, თემურ ალასანია, ვარშალომიძე, მერაბიშვილი, ბეჟუაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, რუსულ, საბჭოთა ჩეკისტურ ყაიდაზე არიან გაზრდილები. იმთავითვე აკეთებდნენ და დღესაც აგრძელებენ რუსულ საქმეს საქართველოში. ახლა უკვე, ამ პროექტის ფარგლებში, ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ღიად ებრძვიან ჩვენს მოკავშირეებს - ევროკავშირს, გერმანიას, აშშ-ს... მე არ ვიცი, როგორ უნდა გადავუხადოთ ქართველებმა გერმანიას და მის ხალხს ის ამაგი, რაც ამ ქვეყანას ჩვენთვის უანგაროდ აქვს გაწეული. დამოუკიდებლობის პირველ დღეებიდან მოყოლებული 1918-21 წლებში, განსაკუთრებით კი 1990-იანი წლებიდან დღემდე, ჩვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო და არის გერმანია. ვინ უნდა იყო, რას უნდა წარმოადგენდე და ვის და რას უნდა ემსახურებოდე, რომ ამ ქვეყნას, საქვეყნოდ, შეურაცხყოფა მიაყენო და მისი ელჩი ლანძღო?! ან აშშ-ის ელჩი, ეს არაჩვეულებრივად გონიერი, კეთილგანწყობილი და გამოცდილი ქალბატონი, კელი დეგნანი. იმის მაგივრად, რომ დავაფასოთ, პატივისცემა გამოვხატოთ მისი შრომის, ჩვენი ხალხის სასიკეთოთ მიმართული ძალისხმევის მიმართ - ლანძღავენ, ცილს სწამებენ, გაუგონარს უგონებენ... ვერ გავიგე, რა ჰგონიათ ამ ქაჯებს, ბნელა ამ ქვეყანაში? თუ დავყრუვდით ყველა? არც ბნელა და არც სმენა გვღალატობს. ყველანი კარგად ვხედავთ და მშვენივრად გვესმის, რომ რასაც ეს ნაცსექტა სჩადის, არის რუსული პროპაგანდის იარაღი საქართველოში! ამას სათავეში უდგას, იქით სააკაშვილი-ალასანია, აქეთ ნაპროკურორალი გვარამია! ზურგს უმაგრებენ მედია-საროსკიპოები: „მთავარი“,თუ დამხმარე „ტვ პირველი“ და ხელშემწყობი „ფორმულა“...

 

რუსული სპეცსამსახურების ტაქტიკა და სტრატეგია საქართველოში, თუნდაც გრიგოლ ვაშაძის მაგალითზე, მშვენივრად იკითხება. ჯერ ლამის პრეზიდენტად  დაგვისვეს ამ ქაჯების მხარდაჭერით, ახლა გვერდზე გაწიეს. დაინახეს, რომ ამოწურა ამ გუნდმა თავისი თავი, ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად, ამიტომაც მოარიდეს ფავორიტი. შემოინახეს. დარწმუნებული ვარ, ვაშაძე ისევ ამოყვინთავს ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

იხილეთ ინტერვიუ სრულად:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=142380

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner