ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გუშინ საღამოს ვმონაწილეობდი მაკა ცინცაძის გადაცემაში.
ერთ-ერთი სტუმარი ექიმი ლევან რატიანი იყო.
ერთგან თქვა, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა რომ დამეცვა, 10 თვეა, 3 საკუთარი შვილიც კი არ მინახავსო.
იცით, ეს რას ნიშნავს? მისი მხრიდან პირად პასუხისმგებლობას იმის ფონზე, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის წინა ხაზზეა.
ის უფრთხილდება შვილებს, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარს. ის იჩენს პასუხისმგებლობას, რომლითაც ახალი კორონავირუსის გავრცელებას ხელი უნდა შეუშალოს“, - წერს გოგა ჩანადირი.