logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტი: ანექსირებული ყირიმიდან რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, დიდი ომი დაიწყება
- +

25 დეკემბერი. 2020. 19:00

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმიდან რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, დიდი ომი დაიწყება.

 

უკრაინის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი სცენარი არ განვითარდება.

 

„ეს საშინელი სიტუაციაა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ამის წინააღმდეგი ვარ. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეუძლებელია, საწინააღმდეგო შემთხვევაში დიდი ომი იქნება. ყველა იომებს, ყველა მობილიზებული იქნება, კაცები და ქალები. ეს ძალიან ცუდი იქნება უკრაინის მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, რუსეთს ეს კარგად ესმის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner