logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: არჩილ გეგეშიძის განცხადებები პირადად ჩემთვის მიუღებელია!
- +

5 ივლისი. 2016. 02:20


                                               

„ელჩი არის ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური თანამდებობის პირი და თუ რაღაცას ამბობს, მაშინ გვარებიც უნდა დაასახელოს და თანამდებობაც უნდა მიუთითოს," - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე "ნეტგაზეთთან" არჩილ გეგეშიძის ინტერვიუს, სადაც ელჩი ამბობს, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.



"ბატონი არჩილი არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი, თუმცა ამგვარი განცხადებები პირადად ჩემთვის მიუღებელია. მე არ ვიცი როგორ თქვა ბატონმა არჩილმა და ქართულმა პრესამ როგორი ინტერპრეტაცია გაუკეთა, მაგრამ ამგვარი შეფასებები არ შეესატყვისება ელჩის ფუნქციებს. ელჩი არის ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური თანამდებობის პირი და თუ რაღაცას ამბობს, მაშინ გვარებიც უნდა დაასახელოს და თანამდებობაც უნდა მიუთითოს. შეიძლება აქვს მის ნათქვამს საფუძველი, მაგრამ უნდა ითქვას თუ რა საფუძველია. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ პარლამენტში, მთავრობაში არ მეგულება ასეთი ადამიანები", - განაცხადა ჯაფარიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner