logo_geo
eng_logo
რუსეთში ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
- +

25 დეკემბერი. 2020. 21:20

 

 

რუსეთში ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ლიუბოვ სობოლი რუსი ოპოზიციონერი და ალექსეი ნავალნის მოკავშირეა, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეჭრაში ედება ბრალი. „როიტერის“  ინფორმაციით, სობოლი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის იმ თანამშრომლის სახლში შეღწევას ცდილობდა, რომელიც შესაძლოა, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე იყოს პასუხისმგებელი.

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სობოლმა საცხოვრებელ სახლში შესასვლელად კურიერი მოატყუა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლის სახლში შეღწევა სცადა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სობოლი სახლში შეღწევის მიზნით ძალადობრივი მეთოდების გამოყენებაშიც არის ეჭვმიტანილი, რაც რუსეთში თავისუფლების ორი წლით აღკვეთით ისჯება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner