logo_geo
eng_logo
პროკურორი: ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება, მაგდა პაპიძის საქმეში უპრეცედენტოა!
- +

5 ივლისი. 2016. 02:35



მაგდა პაპიძის საქმის პროკურორის დავით ნეფარიძის შეფასებით, ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.


"ბრალდების მხარეს ნამდვილად ჰქონდა ნაფიცი მსაჯულების რწმენა, რომ ისინი შეძლებდნენ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ბრალდების მხარის რწმენა აბსოლუტურად გამართლდა. მათ შესაბამისი და ადეკვატური პასუხი გასცეს ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, როდესაც მაგდა პაპიძემ ქმარი და 5 წლის შვილი საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. ნაფიცი მსაჯულების ეს გადაწყვეტილება, როდესაც მათ ერთხმად სცნეს დამნაშავედ ბრალდებული წარდგენილ ყველა ბრალდებაში, უპრეცედენტოა", - განაცხადა დავით ნეფარიძემ.


მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა, წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ სცნეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner